ახალი შეკითხვები
-
შეკითხვა #2075 © იგორ პეტრი
982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ბრაზილიის და სსრკ-ს საფეხბურთო ნაკრებები, სადაც სსრკ-ს ნაკრები დამარცხდა მსაჯების მიკერძოებულობის გამო. ამასთან დაკავშირებით რუსი ჟურნალისტები წერდნენ, რომ მატჩის მთავარი არბიტრი „გახდა ლიდერი“. ყურადღება შეკითხვა: რომელი სამი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით „გახდა ლიდერი“?
პასუხი: შეიმოსა ყვითელი მაისურით კომენტარი: როგორც ცნობილია, ტურ-დე-ფრანსში ლიდერს აცვია ყვითელი მაისური. ჟურნალისტები გულისხმობდნენ, რომ მსაჯი იმდენად მიკერძოებული იყო, რომ მან ჩაიცვა ყვითელი მაისური (ბრაზილიელების ფორმა). წყარო:- Энциклопедия мирового футбола. История чемпионатов мира: Часть 3. – Севастополь, 1998. – С. 65.
- ru.wikipedia.org/wiki/%D0%96%D1%91%D0%BB%D1%82%D0%
პასუხი
-
შეკითხვა #2076 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი

თქვენს წინაშეა ლუის კეროლის წიგნის გამოცემა ერთ-ერთ ენაზე. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ წიგნში თანდართული ილუსტრაციების ავტორი?პასუხი: ტუვე იანსონი კომენტარი: ეს არის თარგმანი ფინურ ენაზე. ტუვე იანსონი არამხოლოდ საკუთარ წიგნებს ასურათებდა, არამედ კეროლის, ტოლკიენის და ა.შ. ნაწარმოებებსაც. წყარო: fi.wikipedia.org/wiki/Liisan_seikkailut_ihmemaassa პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2076პასუხი
-
შეკითხვა #2046 © ანტონ ჩერნინი
რამდენიმე კვირის წინ შვედურმა ყვითელმა პრესამ გამოაქვეყნა სკანდალური მასალა, სადაც მოთხრობილი იყო შვედეთის მონარქის, კარლ გუსტავისა და კამილა ჰენემარკის რომანის შესახებ. იქვე აღნიშნული იყო, რომ საყვარლების რაოდენობას შვედი ხელმწიფე არ უჩივის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სამი ინგლისური სიტყვით რა უწოდა შვედეთის მეფის საყვარლებს ერთმა ბლოგერმა?
პასუხი: Army of lovers კომენტარი: კამილა ჰენემარკი პოპულარული შვედური მუსიკალური ჯგუფის Army of lovers-ის ერთ-ერთი წევრია. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2046პასუხი
-
შეკითხვა #2048 © ვახო ელერდაშვილი
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბრიტანელ მწერალს, არტურ კესტლერს ეს ხელს უშლიდა წერაში. ჟან მარტენ შარკომ გამოთქვა იდეა, რომ იმისთვის, რაც არტურ კესტლერს წერაში უშლიდა ხელს, მე-18 საუკუნეში დაბადებული ინგლისელის საპატივსაცემოდ დაერქმიათ სახელი, ასეც მოიქცნენ. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ ზემოხსენებული ინგლისელის გვარი.
პასუხი: პარკინსონი კომენტარი: ეს არის პარკინსონის დაავადება, რომლითაც არტურ კესტლერი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო დაავადებული (დაავადება მას ხელს უშლიდა წერაში!). წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Болезнь_Паркинсона პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2048პასუხი
-
შეკითხვა #2093 © ედუარდ გოლუბი
გერმანელი ავტომრბოლელის, სებასტიან ფეტელის უკანასკნელ გამარჯვებებზე საუბრისას აღინიშნა, რომ მას მადა გაეხსნა. შეკითხვის ავტორის აზრით ეს შეიძლება აიხსნას „დაავადებით“ (დაავადება ბრჭყალებში), რომელიც ერთი პროდუქტის დიდი რაოდენობით მოხმარებითაა გამოწვეული. ეს „დაავადება“ (ისევ ბრჭყალებში) შეგვიძლია მოვიხსენიოთ ნეოლოგიზმით, რომელიც რეალური დაავადებისთვის თავში სამი ასოს დამატებით მიიღება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: რედბულიმია კომენტარი: სებასტიან ფეტელი „რედ ბულის“ გუნდის ავტომრბოლელია. ბულიმია - ავადმყოფურად გაზრდილი მადაა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2093პასუხი
-
შეკითხვა #2020 © ელმირა ბუგაზოვა
გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ავტორი წერს რომ ბენზინის ფასის განუწყვეტელი ზრდის გამო ავიაბილეთების ფასი აკეთებს ამას. ყურადღება შეკითხვა: რა აკეთებს ამას 1976 წელს გადაღებულ ფილმში?
პასუხი: ბოშათა ბანაკი (ტაბორი) კომენტარი: 1976 წელს ყოფილ საბჭოეთში გამოვიდა ემილ ლოტიანუს ფილმი „ბოშათა ბანაკი მიდის ცაში“ (Табор уходит в небо). თვითმფრინავის ბილეთების ფასიც „მიდის ცაში“ სტატიაში. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2020პასუხი
-
შეკითხვა #2071 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ჯორჯ გორდონ ბაირონმა, თავის ერთ ნაწარმოებში ირონიულად იხუმრა ონეგინები იმდენი არიან, რომ თვით ევგენიც კი ონეგინი იყოო. ყურადღება შეკითხვა: რომელი სახელი და გვარია შეცვლილი შეკითხვაში „ევგენი ონეგინით“?
პასუხი: ადამ სმიტი კომენტარი: კომენტარი: ბაირონი ორაზროვნად ხუმრობს ადამ სმიტის და ზოგადად სმიტების სიმრავლის შესახებ. წყარო: Д.Г. Байрон. Дон-Жуан. Любое издание პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2071პასუხი
-
შეკითხვა #2092 © კონსტანტინ სმოლი
„სიმპსონების“ სერიაში, რომლის სახელწოდებაა „ლიზა სიმპსონი ღმერთის წინააღმდეგ“ ნაჩვენებია სასამართლო პროცესი, რომელიც 1925 წელს მომხდარი მოვლენის პაროდიას წარმოადგენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-19 საუკუნეში მოღვაწე მეცნიერი, რომლის გვარიც ფიგურირებს „სიმპსონების“ ამ სერიაში.
პასუხი: დარვინი კომენტარი: 1925 წელს აშშ-ში გაიმართა ე.წ. „მაიმუნის პროცესი“, სადაც გაასამართლეს, სკოლის მასწავლებელი ჯონ სკოუპსი, რომელიც სკოლაში ევოლუციის თეორიას ასწავლიდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2092პასუხი
-
შეკითხვა #2035 © ვახო ელერდაშვილი

ყურადღება შეკითხვა: რომელი ფილმის პიქტოგრამული პოსტერია გამოსახული დარიგებელ მასალაზე?პასუხი: უსახელო ნაბიჭვრები კომენტარი: როგორც მოგეხსენებათ ფილმში ადოლფ ჰიტლერს კინოთეატრში წვავენ. პიქტოგრამაზე კი აალებული ჰიტლერია გამოსახული, რომელსაც ულვაშის მაგივრობას კინოლენტის ნაგლეჯი უწევს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2035პასუხი
-
შეკითხვა #2042 © ალექსანდრა ბრუტერი
ერთი შეხედვით სერიოზულ გამოცემაში, კომპანია „ტომას კუკის“ მიერ გამოცემულ ქალაქ მილანის გზამკვლევში ვკითხულობთ: „ლა-სკალას“ თეატრში შესაძლებელია მხატვრის, ბირნამ ვუდის დეკორაციების ესკიზების ხილვა. ყურადღება შეკითხვა: რომელი სპექტაკლისთვისაა განკუთვნილი ეს დეკორაციები იმავე გზამკვლევის თანახმად?
პასუხი: მაკბეტი კომენტარი: გზამკვლევში მთარგმნელებმა დაუშვეს შეცდომა და ბირნამის ტყე მხატვარ „ბირნამ ვუდ“-ად აქციეს. სინამდვილეში ბირნამის ტყის დეკორაციებზე იყო საუბარი. წყარო: Роджерс Б., Роджерс С. Милан и итальянские озера. - М. Thomas Cook Publishing. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2042პასუხი






ყველა პასუხის გახსნა/დახურვა

