ახალი შეკითხვები
-
შეკითხვა #2029 © სერგეი დუბოლევიჩი
ერთი სკანდინავიური ბალადის მთავარი გმირი ფეხის თითებით ჭიმავს მშვილდს და აკეთებს ამას. ინტერნეტ-მომხმარებლის შეკითხვაზე, გაუკეთებია თუ არა ეს ოდესმე აშშ-ს რომელიმე პრეზიდენტს, პასუხი იყო უარყოფითი. ყურადღება შეკითხვა: რა იგულისხმება „ამის გაკეთებაში“?
პასუხი: თვითმკვლელობა კომენტარი: სკანდინავიური ბალადა კი ნაღვლიანი იყო და ფინალიც შესაბამისი აქვს: მთავარი გმირი ფეხის თითებით ჭიმავს მშვილდს და თავს იკლავს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2029პასუხი
-
შეკითხვა #2039 © ანტონ ჩერნინი
სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, რუს კომპოზიტორს, მოდესტ მუსორგსკის ჰოსპიტალში ხშირად აკითხავდნენ მეგობრები და ნათესავები. დაასახელეთ პროფესია ადამიანისა, რომელიც არ იყო მისი ნათესავი, თუმცა მომაკვდავ მუსორგსკისთან ყოველ დღე მიდიოდა და დიდხანს რჩებოდა მასთან?
პასუხი: მხატვარი კომენტარი: ეს იყო ილია რეპინი, რომელსაც ეკუთვნის მოდესტ მუსორგსკის ცნობილი პორტრეტი. პორტრეტს კი როგორც მოგეხსენებათ ერთ დღეში ვერ დახატავ. წყარო: Сергей Федякин "Модест Мусоргский", М., "Молодая гвардия", серия ЖЗЛ, 2009, стр. 553 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2039პასუხი
-
შეკითხვა #2072 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ყვებიან ასეთ ისტორიას: როდესაც ჟოზეფინა ბოარნემ ნაპოლეონ ბონაპარტი გაიცნო, ამ უკანასკნელის ჯარისკაცული მანერებისა და სიდაბლის გამო, ჟოზეფინამ იგი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟს შეადარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ჩექმებიანი კატა წყარო:- К. Рыжов. Все монархи мира: Западная Европа.
- flibusta.net/b/78180/read
პასუხი
-
შეკითხვა #2052 © ვახო ელერდაშვილი

თქვენს წინაშეა ფოტო, რომელზე აღბეჭდილი პიროვნებაც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი პროფესია.პასუხი: ფენ-შუის სპეციალისტი კომენტარი: სანამ სახლის მშენებლობა დაიწყება ის კომპასის საშუალებით არჩევს მომავალი სახლის სასურველ ორიენტაციას და ადგილმდებარეობას. ჩინეთში ფენ-შუის სპეციალისტის გარეშე სახლის აშენება არ ხდება.
ჩათვლა: საკვანძო სიტყვა „ფენ-შუი“. წყარო: Ole Bruun, An Introduction to Feng Shui, ISBN: 052186352X, Cambridge University Press, 2008, p. 60 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2052პასუხი
-
შეკითხვა #2063 © ვიქტორ მალეხსონი
ჰომეროსის „ოდისეაში“ პენელოპე ხმამაღლა ფიქრობს და იმედოვნებს, რომ როდესაც ოდისევსი შინ დაბრუნდება, იგი შურს იძიებს ვერაგ საქმროებზე. ამ დროს გვერდზე ოთახში მყოფმა ტელემაქემ მოიმოქმედა ის, რამაც ძალიან გაახარა პენელოპე. ყურადღება შეკითხვა: რა მოიმოქმედა ტელემაქემ?
პასუხი: დააცემინა კომენტარი: კომენტარი: ჯერ კიდევ ძველი ბერძნების დროიდან მოდის შეხედულება, რომ დაცემინება წარმოადგენს ჭეშმარიტების დასტურს. წყარო: Одиссея, песнь 17, строки 539-548 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2063პასუხი
-
შეკითხვა #2085 © ედუარდ გოლუბი
ეხლახანს ურუგვაელი ფეხბურთელი, ფერნანდო მუსლერა „ლაციოდან“ „გალათასარაიში“ გადავიდა, რასთან დაკავშირებითაც ენაკვიმატმა გულშემატკივრებმა იხუმრეს, რომ თუ მუსლერამ ამ კურსით გააგრძელა კლუბების ცვლა, იგი თავის საფეხბურთო კარიერას ერთ დედაქალაქში დაასრულებსო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დედაქალაქი.
პასუხი: მოსკოვი კომენტარი: სტამბული (კონსტანტინოპოლი) - მეორე რომია, მოსკოვი - მესამე. რომი-სტამბული-მოსკოვი... მეოთხე რომი არ არსებობს. შესაბამისად, მუსლერა გულშემატკივრების ხუმრობის თანახმად მოსკოვში დაასრულებს კარიერას. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2085პასუხი
-
შეკითხვა #2078 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
ერთი ხუმრობის თანახმად კომიქსების პირველ ყაზახ სუპერგმირს, რომელიც საკუთარ ძალებს ერთი კონკრეტული საკვები პროდუქტისგან მოიპოვებს, უნდა ერქვას ასე. ყურადღება შეკითხვა: როგორ უნდა ერქვას მას?
პასუხი: აირანმენი კომენტარი: აირანი მომჟავო რძის პროდუქტია, რომელიც ყაზახეთშია გავრცელებული. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2078პასუხი
-
შეკითხვა #2087 © ვლადიმერ ოსტროვსკი

თქვენს წინაშეა დიზაინერის, ოლივერ ფაბელის საშობაო საჩუქარი, სუვენირების ერთგვარი ნაკრები რომელზედაც წაშლილია სამი სახელი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ წაშლილი სახელები.პასუხი: მარიამი, იესო, იოსები კომენტარი: სურათზე იესოს დაბადების სცენაა დადგმული. Esel - ვირია, ochse - ხარი, hirte - მწყემსი, schaf - ცხვარი, könig - მეფე. წყარო: www.oliverfabel.de/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2087პასუხი
-
შეკითხვა #2038 © ანტონ გუბანოვი
საიტზე www.resnichka.ru, ერთ-ერთ სტატიაში ციტირებულია მერილინ მონროს სიტყვები: „ჩვენ ქალებს მხოლოდ ორი იარაღი გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ ორივეს ერთდროულად გამოყენება არ შეგვიძლია“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორივე „იარაღი“, რომელიც მხედველობაში ჰქონდა მერილინ მონროს.
პასუხი: წამწამების ტუში და ცრემლები კომენტარი: ამ ორი იარაღიდან მეორის გამოყენება აზიანებს პირველს. წყარო: www.resnichka.ru/2011/01/24/lashes.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2038პასუხი
-
შეკითხვა #2011 © ვახო ელერდაშვილი

ოპონენტები აშშ-ს ექსპრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, საღი აზრის ნაკლებობაში ადანაშაულებდნენ და უწოდებდნენ იქსს. ამის გათვალისწინებით, დარიგებულ ფოტოს, რომელიც 2006 წლის ივლისშია გადაღებული, შეგვიძლია ვუწოდოთ ოთხი იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.პასუხი: მთვარეული კომენტარი: სურათზე ჯორჯ ბუშის გარდა სამი ასტრონავტი: ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი არიან წარმოდგენილნი. ფოტო აპოლონ-11-ის მთვარეზე დაჯდომის 35-ე წლის იუბილეზე, 2006 წლის 21 ივლისსაა გადაღებული.
ჩათვლა: ლუნატიკი წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2011პასუხი






ყველა პასუხის გახსნა/დახურვა

