ახალი შეკითხვები
-
შეკითხვა #2010 © ასია სამოილოვა
ერთი ვერსიით ეს იდიომატური გამოთქმა მომდინარეობს ლუი XIV-ისგან, რომელსაც იმდენად არ აინტერესებდა ქვეყნის პოლიტიკური საქმეები, რომ ქაღალდებს წინასწარ აწერდა ხელს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს იდიომატური გამოთქმა.
პასუხი: კარტ-ბლანში კომენტარი: ცარიელ ფურცელს (ფრ. Carte Blanche - თეთრი ქაღალდი) ის წინასწარ აწერდა ხელს, მისი მინისტრები შემდეგ ამ ფურცლებზე რა ბრძანებაც მოესურვებოდათ იმას წერდნენ, ანუ მოქმედების სრული თავისუფლება ჰქონდათ. წყარო: В. Мединский «Мифы о России». პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2010პასუხი -
იქსს შებრტყელებული სხეული და მომრგვალებული თავი აქვს. აგრეთვე - წყვილი მარტივი თვალი, მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი და ძლიერი უკანა ფეხები. იგრეკს კი სამი წყვილი კიდური აქვს და საშუალოდ 45-60 დღეს ცოცხლობს. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: რწყილი და ჭიანჭველა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2005პასუხი -
შეკითხვა #2096 © ალექსანდრ როჟდესტვინი
ჟურნალისტები წერენ, რომ იტალიელი ფეხბურთელი მარკო მატერაცი სირთულის მოყვარულია. ასე მაგალითად, მან გაიკეთა ტატუ, რომელზეც მისი დაბადების თარიღია ამოტვიფრული. ყურადღება შეკითხვა: რაში გამოიხატება სირთულე მარკო მატერაცის ტატუზე?
პასუხი: ტატუზე თარიღი წერია რომაული ციფრებით კომენტარი: ესაბამისად ტატუზე გამოსახული თარიღის წაკითხვა შედარებით რთულია. წყარო: dmitrypastushok.livejournal.com/29606.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2096პასუხი -
შეკითხვა #2049 © პაველ არეშჩენკო
ისტორიკოსი მირიამ გრიფინი მიიჩნევს, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის 54 წელს რომის იმპერიის სათავეში იდგა აგრიპინა და არა მისი ვაჟი ნერონი, როგორც ამას ისტორია გვასწავლის. ამის დასამტკიცებლად მას მოჰყავს ნივთმტკიცება, რომლის იქსზე გამოსახულია აგრიპინა, ხოლო იგრეკზე ნერონი. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში იქსით და რომელი - იგრეკით?
პასუხი: ავერსი, რევერსი კომენტარი: ძველ რომში პროპაგანდის მთავარი საშუალება მონეტები იყო. 54 წელს მოჭრილი მონეტის საშუალებით ისტორიკოსმა გრიფინმა დაასკვნა, რომ აგრიპინა მართავდა იმპერიას რადგან აგრიპინა მონეტის ავერსზეა გამოსახული, ნერონი კი - რევერსზე.
ჩათვლა: არიოლი/რეშკა და მათი სინონიმები ნებისმიერ ენაზე. წყარო: Гриффин М. Нерон: Конец династии. - М.: Терра, 1999. - С. 46 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2049პასუხი -
შეკითხვა #2094 © ანდრეი სოლდატოვი
შუა საუკუნეების ისტორიკოსი ვილჰელმ აპულიელი თავის ნაშრომში აღწერს პალერმოდან სიცილიის ფლოტის გამომგზავრებას. ჯონ ნორვიჩმა ამ აღწერის შესახებ დაწერა, რომ ვილჰელმ აპულიელის იქსი მძიმეა. გაითვალისწინეთ, რომ იქსის ზომა შეადგენს ექვს მეტრს და დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ჰეგზამეტრი კომენტარი: შუა საუკუნეების ისტორიკოსი, ვილჰელმ აპულიელი თავის აზრებს ჰეგზამეტრის საშუალებით გადმოსცემს, რაც ჯონ ნორვიჩისთვის მძიმე საკითხავი აღმოჩნდა. ჰეგზამეტრის საზომი ანტიკური პოეზიის მეტრიკაში ექვსი მეტრია. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2094პასუხი -
შეკითხვა #2011 © ვახო ელერდაშვილი
ოპონენტები აშშ-ს ექსპრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, საღი აზრის ნაკლებობაში ადანაშაულებდნენ და უწოდებდნენ იქსს. ამის გათვალისწინებით, დარიგებულ ფოტოს, რომელიც 2006 წლის ივლისშია გადაღებული, შეგვიძლია ვუწოდოთ ოთხი იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.პასუხი: მთვარეული კომენტარი: სურათზე ჯორჯ ბუშის გარდა სამი ასტრონავტი: ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი არიან წარმოდგენილნი. ფოტო აპოლონ-11-ის მთვარეზე დაჯდომის 35-ე წლის იუბილეზე, 2006 წლის 21 ივლისსაა გადაღებული.
ჩათვლა: ლუნატიკი წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2011პასუხი -
როგორც ალექსანდრ გენისი წერს, ამ ადამიანს, რომელიც განათლებით მხატვარი იყო, ცნობა ცოლის გარდაცვალების შესახებ ორი კვირის დაგვიანებით მიუვიდა. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რის გამო მიიღო მან დიდი ფულადი პრემია ევროპის რამდენიმე ქვეყნისგან მეცხრამეტე საუკუნის შუაში?
პასუხი: ტელეგრაფის გამოგონების. (მორზეს აპარატი) კომენტარი: ერთი ვერსიით სწორედ იმ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა სწრაფი კავშირის საშუალების გამოგონება წყარო: dic.academic.ru/dic.nsf/brokgauz_efron/69189/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2006პასუხი -
შეკითხვა #2013 © კონსტანტინე სმოლი
ჯონ დოს პასოსმა ზესახელმწიფოების მიერ გავლენის ტერიტორიების გადანაწილების პროცესი ბანქოს ქაღალდების არევას შეადარა, სადაც კოზირი არის იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქი, რომლის საფეხბურთო კლუბის წევრებს ჰქვიათ მეიქსეები.
პასუხი: ბაქო კომენტარი: ჯონ დოს პასოსის აზრით კოზირი ამ ბანქოში არის ნავთობი, ზოგ სახელმწიფოს მისდის და ზოგს - არა. ბაქოს „ნეფთჩის“ ფეხბურთელებს „მენავთობეებს“ უწოდებენ. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Нефтчи_(футбольный_клуб,_Бак
- Д. Дос Пассос, «1919», М., АСТ, 2005, стр. 233.
პასუხი -
შეკითხვა #2082 © ვლადიმერ საიაპინი
ერთი ანიმე-სერიალის ყურებისას შეკითხვის ავტორმა, ვლადიმირ საიაპინმა უხეში გეოგრაფიული შეცდომა აღმოაჩინა და აღშფოთდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გეოგრაფიული ობიექტი, რომლის მიმართაც იქნა დაშვებული შეცდომა.
პასუხი: კურილის კუნძულები კომენტარი: იაპონურ ანიმეში გეოგრაფიულ რუკაზე კურილის კუნძულები გამოსახული იყო იაპონიის შემადგენლობაში. წყარო: М/ф "Мёд и клевер" (24 серия). პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2082პასუხი -
შეკითხვა #2075 © იგორ პეტრი
982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ბრაზილიის და სსრკ-ს საფეხბურთო ნაკრებები, სადაც სსრკ-ს ნაკრები დამარცხდა მსაჯების მიკერძოებულობის გამო. ამასთან დაკავშირებით რუსი ჟურნალისტები წერდნენ, რომ მატჩის მთავარი არბიტრი „გახდა ლიდერი“. ყურადღება შეკითხვა: რომელი სამი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით „გახდა ლიდერი“?
პასუხი: შეიმოსა ყვითელი მაისურით კომენტარი: როგორც ცნობილია, ტურ-დე-ფრანსში ლიდერს აცვია ყვითელი მაისური. ჟურნალისტები გულისხმობდნენ, რომ მსაჯი იმდენად მიკერძოებული იყო, რომ მან ჩაიცვა ყვითელი მაისური (ბრაზილიელების ფორმა). წყარო:- Энциклопедия мирового футбола. История чемпионатов мира: Часть 3. – Севастополь, 1998. – С. 65.
- ru.wikipedia.org/wiki/%D0%96%D1%91%D0%BB%D1%82%D0%
პასუხი